D I V A

Beyonce

16 გრემის მფლობელი მომღერალი, რომელსაც სულ გაყიდული აქვს 75 მილიონი ალბომი, ადამიანი ,რომლის ხმასაც მილიონში ან თუნდაც მილიარდში გამოვარჩევ, ულამაზესი, ყველაზე საყვარელი გიმილის მქონდე, უნაკლო ფიგურით.. ალბათ უკვე მიხვდით.. ეს ბიონსეა ❤
არცკი მახსოვს პირველად როდის მოვუსმინე ,მაგრამ შემიძლია ყველანაირი ეჭვის გარეშე გითხრათ ,რომ მისი ხმის  გაგონებაზე ყოველთვის მბურძგლავს ,ყოველთვის მეცეკვება , მეგიმება, გიჯურ ხასიათზე ვდგები და ისეთ გრძნობა მაქვს თითქოს ყველაფერი შემიძლია. შეიძლება მოგეჩვენოთ ,რომ ვაჭარბებ ,მაგრამ ამ ქალის ხმაში იმდენად იგრძნობა ქალური სიძლიერე, იმხელა ნიჭს აფრქვევს თითოეული ნოტი ,რომ არ მგონია ამ ქვეყნად იყოს ადამიანი, რომლის სულსაც არ ჩასწვდება მისი ხმა.
რა არის ვარსკვლავის წარმატებული კარიერის მიზეზი? ბიონსეს თქმით, მას ძალიან ბევრი მუშაობა და დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია. ის რასაც მიაღწია, დამსახურებულად მიიღო. ყოველი კონცერტის შემდეგ ბიონსე შოუს ვიდეოს უყურებს. საკუთარი პერფორმანსის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თვითონაა. აკვირდება თითოეულ დეტალს, მეორე დღეს კი შოუს ყველა მონაწილეს ფურცელზე ჩამოწერილ შენიშვნებს უგზავნის.
ბიონსემ  თავდაპირველი წარმატება მოიპოვა R&B ქალთა გუნდში Destiny’s Child, რომელიც დღემდე ყველა დროის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჯგუფის ტიტულს ინარჩუნებს.beyonce-superbowl

მამაკაცების ჟურნალმა GQ-მ გარეკანზე ცნობილი მომღერლის, ბიონსეს თამამი ფოტო გამოაქვეყნა. ეს პატივი ვარსკვლავს უბრალოდ არ რგებია. გავლენიანმა გამოცემამ ბიონსე XXI საუკუნის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა.

სულ GQ-მ XXI საუკუნის ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგში 100 ცნობილი ქალბატონი შეიყვანა. 31 წლის ბიონსემ უკან ჩამოიტოვა ჯესიკა ალბა, მეგან ფოქსი, მილა კუნისი და სხვები.

       Beyonce                ბიონსე_ნოულსი_-_I_Am..._Sasha_Fierce

Rafflesia Arnoldii ანუ გახრწნილი ლილია

Rafflesia arnoldii 2

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში Rafflesia arnoldii იგივე გახრწნილი ლილია ,რომელიც სინამდვილეში  პარაზიტია 1800 წელს სუმატრის ბრიტანელმა გუბერნატორმა  სერ თომას სტემფორდ  რაფლესმა , რომელიც დაინტერესებული იყო  მცენარეთა და ცხოველთა ახალი სახეობების მოძიებით, ერთ–ერთი ექსპედიციის დროს არმოაჩნა.  იგი მთლიანად დამოკიდებულია თავის მასპინძელ ვაზზე  Tetrastigma vine და იყენებს მის ფესვებს, ღეროს და ფოთლებს.ეს ყვავილი აუტანელი სუნის მქონე თეთრ ხორკლებიან უზარმაზარ წითელ „ყვავილს“. მას, შეიძლება ითქვას, ძალიან გაუმართლა, რადგან „მიცვალებული“ ლილია მხოლოდ 3–4 დღეს ყვავილობს და შემდეგ გადაიქცევა „ლორწოვან შავ მასად“.  (მიუხედავად იმისა, რომ სერ თომას რაფლესმა დაარსა სინგაპური, იგი უფრო ცნობილია როგორც ყველაზე დიდი და მყრალი ყვავილის აღმომჩენი.173245

მასპნძელი ვაზის ფესვთან ჩნდება კომბოსტოს ზომის კოკორი, რომელიც ცხრა თვე იზრდება და ბოლოს იშლება 11 კილოგრამიანი, რამოდენიმე ლიტრი (!) ნექტარის შემცველი ყვავილი. თავისი „სურნელით“ იგი იზიდავს ლეშის მოყვარულ ბუზებს, ხოჭოებსა და სხვა მწერებს. ლილია ორსქესიანია და ჯვარედინი დამტვერვით მრავლდება, რაც საკმაოდ ძნელი მოსახერხებელია, რადგან მდედრი და მამრი ლილიები სხვადსხვა ადგილას ბინადრობენ. 15–სანტიმეტრიანი, უამრავთესლიანი ნაყოფი ძალიან უყვართ ციყვებსა და თრითინებს და სწორედ ისინი არიან თესლის ძირითადი გამავრცელებლები.

RafflesiaArnInside    Rafflesia-arnoldii_2

სალვადორ დალი

salvador_dali_53
სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.
პირველი გამოფენის შემდეგ მამამ სასწავლებლად მადრიდში, ხელოვნების აკადემიაში გააგზავნა. საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობისთვის იქიდან 2-ჯერ გამორიცხეს. მასწავლებლებიც უჩიოდნენ, რადგან პრინციპულად არ პასუხობდა შეკითხვებზე – ამ საკითხზე თქვენზე მეტი ვიციო.
თავდაპირველად კუბიზმით დაინტერესდა, პარიზში ჩასვლის შემდეგ სიურეალისტებთან გადაინაცვლა და ყველგან ამაყად ამბობდა, რომ მათ შორის საუკეთესო იყო. ”სიურეალიზმი ეს მე ვარ”  – განაცხადა მან ამერიკაში, თუმცა თავად ველასკესსა და რაფაელს ეთაყვანებოდა.
”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა , იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი?”  განაცხადა ერთხელ სალვადორ დალიმ.     ამ სიტყვების შემდეგ ეს ექსცენტრიული ესპანელი დიდი ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. თავში კი მართლაც გასაოცარი იდეები მოსდიოდა.dali-gala1964
მას საკუთარი ნომრის კედლების მოხატვა ჩვევად ჰქონდა გადაქცეული, როდესაც სასტუმროდან მოდიოდა , მთელ სართულს არემონტებდნენ, კედლებს კი თავიდან ღებავდნენ. დღეს დალის თაყვანისმცემლები მისი შედევრების ამგვარად განადგურებას მკრეხელობად მიიჩნევენ.
დალი საკუთარ თავს ”ღვთაებრივ დალის” ეძახდა. სურდა , ერთი შეხედვით ეცნოთ, არასოდეს არავისში შეშლოდათ, ამიტომ ატარებდა გრძელსა და აპრეხილ ულვაშებს, უცნაურ ქუდს, უცნაურ სამოსს, აწყობდა სკანდალებს. ხატავდა თავის მოგონებებს , შიშებს, ოცნებებს, გასაოცარ შეგრძნებებს, ილუზიებსა და კოშმარულ სიზმრებს.
სალვადორ დალის ეკუთვნის გამოთქმა: “ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით” გალა მისი მეუღლე იყო, რომელზეც 1934 დაქორწინდა.

the-temptation-of-st-anthony            14f3777ffc91

ჰოლი – ფერების დღესასწაული

lp9kg

ჰოლის ფესტივალი ზამთრის ბოლო დღეს აღინიშნება და ამ დღესასწაულით ინდოელები ზამთარს ემშვიდობებიან, გაზაფხულს ეგებებიან და ამის ნიშნად  ქუჩაში საღებავებით “წუწაობენ”.  ეს უცნაური ფესტივალი ინდოეთში  ყოველთვის ეგზოტიკური, საოცარი და მრავალფეროვანი სანახაობაა.
ლეგენდის თანახმად, შავგრემან კრიშნას შურდა რომ  რადხის ნათელი სახე ჰქონდა. კრიშნამ ჰკითხა თავის დედას იაშოდის, რატომ იყო ის შავგრემანი, მან კი ხუმრობით შესთავაზა შვილს წაესვა რადხის სახეზე ის ფერი რომელიც გაუხარდებოდა. კრიშნა ასეც მოიქცა. მისი ეს საქციელი კი შემდგომ ყველა მორწმუნემ გაიმეორა. დღესასწაული თავის მხრივ სიმბოლოა ბოროტების განდევნის, ახალი სიცოცხლის დაწყების, უხვი მოსავლიანობისა და ნაყოფიერების.306523_358284404210253_357957164242977_991145_1945632617_n
ჰოლის  მეორენაირად ფერების ფესტივალსაც უწოდებენ. ეს ფხვიერი საღებავები მხოლოდ გასართობი არაა, ისინი  დამზადებულია მცენარეული მასალისაგან, ასე რომ სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
ამ დღეს ყველა ადამიანი ქუჩაში გამოდის, ერთმანეთს ფერად საგებავებს ესვრის და ამით გამოხატავენ გაზაფხულის მოსვლას. ამ დღეს ყველაფერი ფერადია და ყველა მხიარულობს.
კარგი იქნებოდა  თბილისშიც ,რომ იყოს რაიმე ასეთი ტრადიცია. მოუხდებოდა თბილისის მოღუშლ სახეებს ერთი დღით მაინც გაფერადება 🙂

s_h25_RTR2Z0SG            7evrx

ზოდიაქო

5a4fe609b7274324c7d693663f7106dc           ზოდიაქო  ეკლიპტიკის გასწვრივ განლაგებული 12 თანავარსკვლავედია (ვერძი, კურო, მარჩბივი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკაის და მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზები. სახელწოდება იმით არის გაპირობებული, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავთა უმრავლესობა ძველთაგანვე ცხოველების სახელს ატარებს.
ზოდიაქოს თანავარსკვლავედები განცალკევებულ ჯგუფად გამოყვეს და მათთვის სპეციალური ნიშნები შემოიღეს ჯერ კიდევ ძვ. ბერძნებმა (ასტრონომიული ნიშნები). სათანადო თანავარსკვლავედის ნიშნები აქვს აგრეთვე მათში მდებარე ბუნიობისა და მზებუდობის წერტილებს (ვერძი და სასწორი, შესაბამისად, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისა, ხოლო კირჩხიბი და თხის რქა – ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობის წერტილებს). ეს აღნიშვნები დღემდეა შემორჩენილი.
ასეთია ზოდიაქოს ნიშნების განაწილება თარიღბის მიხედვით და მათი მოკლე დახასიათება:

65465        ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)  1 ძირითადი ნიშანი, ზოდიაქოს 1 ნიშანი, ცეცხლის 1 ნიშანი , მმართველი პლანეტა მარსი.
-მარსი, ვერძის მმართველი პლანეტა, აქტიური ცხოვრებისაკენ მიმართავს ამ ნიშნის ხალხს, გამუდმებით აწვდის მარაგად ენერგიას, აქცევს მათ მოუსვენარ, დაუოკებელ, პატივმოყვარე, სხვასთან მეტოქე ადამიანად.

ამ ნიშნის ადგილი ჰოროსკოპში არის N1, ამიტომაც ეს ნიშნები ყველასგან და ყველაფერში პირველობას ცდილობენ. ვერძი – ძალიან ეგოისტური ნიშანია.

        კურო ( 21 აპრილი – 20 მაისი) ზოდიაქოს 2 ნიშანი., მიწის 1 ნიშანი, მმართველი პლანეტა – ვენერა. horoscopes3234235235
-კუროს მმართველი პლანეტა – ვენერა – მასზე სრულიად სხვაგვარად მოქმედებს, ვიდრე სასწორზე. კუროსთან ურთიერთობაში ვენერა ნაკლებ რთულია და პრეტენზიული, ადვილად იცილებს ყველივეს არამიწიერსა და ინტელექტუალურს და მიწაზე ეშვება. ტიპიური კურო – თბილი, მეგობრული, ნაზი და ვნებიანი ადამიანია, თუმც შეიძლება ეს არც გამოაჩინოს. ხარი – ამ ნიშნის ზუსტი სიმბოლოა. მიზნის მისაღწევად კურო ძალას იყენებს. კუროს ნიშნიანებს ხშირად „ქვეყნის მარილს” უცოდებენ, მათში სიტკბო არ არის. მათ იციან, რაც უნდათ და ბეჯითად შრომობენ მისთვის.

horoscopes5345          ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი) ზოდიაქოს 3 ნიშანი,ჰაერის 1 ნიშანი, 1 ცვალებადი ნიშანი, მმართველი პლანეტა – მერკური.
-მარჩბივის (ტყუპების)ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც ,საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით” მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე. მერკური „ღმერთების ფრთოსანი მალემსრბოლი” ჩვენს გონებრივ პროცესსაც წარმართავს. ამიტომაც მარჩბივი (ტყუპები) უშუალოდ რომ მერკურით იმართებიან,ძალიან ინტელექტუალურნი არიან, ხშირად აჭარბებენ ამ სფეროში სხვა ხალხს. ტყუპები განწყობის ხალხი, ცუდ გუნებაზე ხშირად სჩადიან უგნურ, ბრიყვულ საქციელს, მერე რომ სანანებლად უხდებათ.
horoscopes65644

      კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი) ზოდიაქოს 4 ნიშანი, წყლის 1ნიშანი,მეორე ძირითადი ნიშანი, მმართველი პლანეტა – მთვარე.
-კირჩხიბი განაგებს ჰოროსკოპის მეოთხე სახლს. მთვარე, ცვალებადი პლანეტა, თავის 28 დღიან ციკლში 4-ჯერ რომ უვლის ფაზებს, თავის ქვეშემრდომებს ძალიან ემოციურ, მგრძნობიარე ადამიანებად ხდის, რომლებიც განწყობას ადვილად ემორჩილებიან, როცა მთვარის კარგ ციკლში მოხვდებიან; ისინი მომხიბლავნი და მიმზიდველნი არიან, მაგრამ როცა ცუდ ფაზაში არიან – აუტანელნი ხდებიან. კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდრე ყვალა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე დროს იგი ისევე პატივმოყვარეა, როგორც თხის რქა. მაგრამ თხის რქისაგან განსხვავებით, კირჩხიბი წარმატებისაკენ შემოვლითი გზით მიდის ისე, როგორც მისი სიმბოლო კიბო. იგი ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება მას, რის დაუფლებასაც ლამობს; შემდეგ სრულიად მოულოდნელად, იპყრობს ნადავლს, კიბოს მსგავსად მაგრად უჭირავს და არაფრის დიდებით ხელიდან აღარ გაუშვებს. მთვარე ქალების მმართველია, ამიტომ ქალი – კირჩხიბი თავის სტიქიაში გრძნობს თავს. მამაკაც – კირჩხიბს, გინდაც ძალიან ვაჟკაცური ხასიათის იყოს, მაინც აქვს ქალისათვის დამახასიათებელი თვისებები. მამაკაცი კირჩხიბი სხვა ნიშნებზე ნაკლებ აგრესიულია სასიყვარულო ამბებში, მაგრამ მიამიტობის ისეთ მომხიბლავ ფასადს ქმნის, რომ ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმას აკისრებინებს.

horoscopes5663         ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო) ზოდიაქოს 2 ნიშანი, ცეცხლის 2 ნიშანი, მმართველი პლანეტა: მზე
-ლომი ცეცხლის ნიშანია, ღმერთებმა მისცეს მას ენერგიულობა, სითბო, გულითადობა. და ბოლოს, ღმერთები შეთანხმდნენ, რომ მართავს ჰოროსკოპის მე-5 სახლს, რომელიც სიყვარულსა და თეატრს განაგებს. მაგრამ ერთი ღმერთი უკმაყოფილო იყო სხვების. მიაჩნდა, რომ ისინი ლომს აფუჭებენ – ეგებ აგვისტოს ხვატმა გააღიზიანოს იგი! მან დაწყევლა ლომი; ისეთი ნაკლი დააკვება, რომელიც სხვა ღმერთბის მიერ მიძვნილი უპირატესობების გამოყენებაში უშლის ხელს. ეს ნაკლია – უკიდურესი პატივმოყვარეობა და სიამაყე. იმავე ღმერთმა იმასაც მიაღწია, რომ ლომის ნიშნის მუდმივობა სიჯიუტეს მიახლოვებოდა. ამ ამბის მორალი ასეთია: ლომი თავისი მაღალი ღირსებებიდან იმ შემთხვევაში ნახავს სარგებელს, თუ თავის პატივმოყვარეობას მოთოკავს და თავმდაბლობასა და მორჩილებას გამოიჩენს, ეს კი ყელაზე ძნელი გამოცდაა ლომისთვის. მაგრამ ლომს გონებაც კარგად აქვს განვითარებული, რომ თავის თავთან ბრძოლაში გაიმარჯვოს.

        ქალწული ( 23 აგვისტო – 23 სექტემბერი) ზოდიაქოს 2 ნიშანი, 2 ცვალებადი ნიშანი, მმართველი პლანეტა: მერკური  horoscopes35435  ქალწულის ნიშნიანები მძლავრად განვითარებული ანალიტიკური ჭკუით არიან აღჭურვილი. ისინი ცდილობენ ყველაფერი დაალაგონ, დაახარისხონ და საკუთარი სახელები დაარქვან. მათ გააჩნიათ გემოვნების, მზერის, სმენისა და ყნოსვის გრძნოები. ნიშნის სიმბოლო ქალწულია. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ წმინდა და ყველაფერზე ამაღლებულნი არიან, მაგრამ დაკვირების მათეული საუცხოო უნარი ადამიანური ნაკლოვანებების შემჩნევის საშუალებას ანიჭებს მათ. ჩვეულებრივ, ქალწულს არ მოწონს ყველაფერი, რასაც ის ხედავს, ამიტომ, ქალწულის მსგავსად, ხშირად განერიდება ხოლმე მას.

horoscopes6556

       სასწორი ( 24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი) ზოდიაქოს 7 ნიშანი, 3–მე, ძირითადი ნიშანი, მმართველი პლანეტა – ვენერა
-ყველა ადმიანი ეძებს ვენერას, სიყვარულის ქალღმერთს, სიყვარლის განმგებელ პლანეტას, მაგრამ სასწორის ნიშანი ხომ მისი მფლობელია, ასე არ არის? ვინ იტყვის? აკი სასწორს, მისი სიმბოლოსი არ იყოს, ბევრი რყევა აქვს „ზევით-ქვევით” პირად ცხოვრებაში. მათი პიროვნება ნათელია და ინტელექტუალური, იმიტომ რომ იგი ჰაერის ნიშანია. მათი მომხიბლაობა უსაზღვროა, მათი ღიმილი – მოუგერიებელი.სასწორი მთელი თავისი სიცოცხლე ეძებს ადამინს, რომელიც იდეალური მეუღლე იქნება. სასწორი ცოლქმრობის სახლს განაგებს, მაგრამ იდეალური პარტნიორის მოძებნის შემდეგაც იშვიათად არის ბედნიერი. რატომ? შესაძლოა, სასწორი თავად სიყვარულს ეტრფის? იქნებ მსგავსად ვენერას ზედაპირისა, რომლის მიმოხილვაც კი უჭირთ ასტროლოგებს, ნისლოვანი ატმოსფეროს გამო,   ამ ნიშნის ხალხიც ძნელად შესაცნობია. ასტროლოგიური სიმბოლო ამ ნიშნისა სასწორია და ამ ხალხის უმეტესობა გამუდმებით ცდილობს ამ სასწორის გაწონასწორებას საზოგადაებრივ და პირად სფეროში. სასწორს ძალიან სჭირდება თავისი რწმენა და ჰარმონია. როცა ეს არ ხერხდება, იგი უმალ გაეცლება იქაურობას, ვინემ გარემოების შეცვლისთვის რაიმეს მოიმოქმედებს. ვენერა თავის ვაჟებს და ასულებს მახვილი, ანალიტიკური ჭკუით აჯილდოებს, განსაკუთრებით როცა საქმე ხელოვნებას ეხება.

horoscopes554           მორიელი ( 24 ოქტომბერი – 21 ნოემბერი) ზოდიაქოს 8 ნიშანი, წყლის 2 ნიშანი ,3 მუდმივი                      ნიშანი,მმართველი პლანეტები – მარსი და პლუტონი.
-ღრიანკლის (მორიელის) პიროვნება – ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს. ღრიანკალი ძალიან ემოციურია. მას ესაჭიროება სიყვარული, მას სწყურია იგი, იბძვის მისთვის, მოითხოვს მას. ერთი სიტყვით, სიყვარული მისი სასიცოცხლო საწვავია. ასტროლოგები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ღრიანკალი ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამით აიხსნება, ასე თავგანწირვით რატომ ეძებენ ისინი სიყვარულს, რათა თავიანთ ვნებების კონტროლის საშუალებად გამოიყენონ. ღრიანკალი ყველა სექსუალურ საქმეში მეფეა. იგი იოლად უდგება სექსს და ჩვეულებრივ, ადრეული ასაკიდანვე იწყებს მას. ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი სექსულურად მიმზიდველია, თუნდაც ლამაზი არ იყოს. ყველა გრძნობს სწრაფვას მისკენ, ყველას უნდა მას მიეალერსოს, მის სიახლოვეს იყოს, იმიტომ რომ ღრიანკალი თავის ირგვლივ მიმზიდველობის ველს ქმნის, რომელიც მათი ვნებიანი ბუნებიდან ვრცელდება.

horoscopes5645654  მშვილდოსანი ( 22 ნოემბერი – 21 დეკემბერი) ზოდიაქოს 9 ნიშანი, ცეცლის 3 ნიშანი , 3 ცვალებადი ნიშანი., მმართველი პლანეტა – იუპიტერი. მშვილდოსანი განაგებს ჰოროსკოპის მე-9 სახლს.     იუპიტერს ასტროლოგები წარმატების პლანეტას ეძახიან. მას შეუძლია თავის შვილებს წარმატება, სახელი, დიდება და კეთილდღეობა უწყალობოს. იქნებ მეტის მეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ძლევამოსილ პლანეტას ყოველივე ეს ძალუძს. იუპიტერი დასაწყისში მკაცრ გამოცდას უწყობს მშვილდოსანს, აიძულებს ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიაროს იმ იდეალიზმის საპოვნელად, რომელიც, სინამდვილეში, მასშია. მაგრამ მშვილდოსანს უჭირს იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მისი შინაგანი სიმშვიდე სამყაროს მისეულ აღქმაზეა დამოკიდებული. მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ” თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ვარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ. იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც, ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს.

horoscopes56456777           თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი) ზოდიაქოს   10 ნიშანი,მიწის 3 ნიშანი ,მმართველი პლანეტა სატურნი.თხის რქის მმართველმა პლანეტამ – სატურნმა ინგლისურ ენას შემატა ახალი სიტყვა – სატურნელი, რაც ნიშნავს მოქუფრულს, ტყვიისფერს. მისი მნიშვნელობაა: დუნე, ინერტული, მოღუშული. ყველა ასტროლოგს მიაჩნია, რომ თხის რქის ნიშანი მამაკაცის ყველაზე ზუსტი დახასიათებაა. იგი მუდამ სევდიანია და მელანქოლიაშიც ვარდება.გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ.  მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს.

       horoscopes65637777მერწყული ( 20 იანვარი – 18 თებერვალი) ზოდიაქოს 9 ნიშანი., ჰაერის 3 ნიშანი,4 მუდმივი ნიშანი, მმართველი პლანეტა – ურანი.
ურანი, მერწყულის მმართველი პლანეტა, ასტორლოგების აზრით, ყველაზე ექსცენტრიკულია მთელს მზის სისტემაში. მაგალითად მისი ღერძი ორბიტის სიბრტყისადმი არაჩვეულებრივი – 90-იანი კუთხით არის დახრილი. იგი თითქოს მხართეძოზეა წამოწოლილი. როცა მზე, ვთქვათ, ურანის სამხრეთი პოლუსის პიდაპირ დმებარეობს, პლანეტის მთელი ჩრდილოეთი ნახევარი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში აბსოლუტურ სიბნელეშია. როცა მზე ურანის ჩრდილოეთი პოლუსის პიდაპრი პოზიციაშა, პლანეტის სამხრეთი ნახევარსფერო ჩაიძრება ბნელში.ურანის თავისებურებები, ხსვა პლანეტებისაგან რომ გამოარჩევს, ნამდვილად გამოგვადგება მერწყულის ნიშნის ადამიანების თავისებურებათა აღსაწერად. ამ ხალხის დიაპაზონი რიგითი ადამინებიდან გენიოსებამდე მერყეობს. ასტროლოგიური მონაცემების მიხედვით ჩვენ ახლახანს შევედით მერწყულის ხანაში. იგი დაახლოებით 2000 წელს გასტანს. ამ დროის განმავლობაში კაცობრიობას მერწყულის ნიშნისათვის დამახასიათებელი თავისებურებები ექნება, განსაკუთრებით – ჰუმანიზმის ქადაგება.

horoscopes6546777       თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი) ზოდიაქოს 12 ნიშანი, წყლის 3 ნიშანი  4 ცვალებადი ნიშანი, მმართველი პლანეტა – ნეპტუნი. ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ თევზი მთელს ზოდიაქოში ყველაზე ექსცენტრიულია. მისი მმართველი პალანეტა – ნეპტუნი – რევოლუციური, მისტიკური, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის განშორებული. მას თავისი ქვეშევრდომების ხასიათში ნევროზულობა და მოუსვენრობა შეაქვს, ხშირად თვალთმაქცობასა და სიცრუისაკენ უბიძგებს მათ. თევზებს, ჩვეულებრივ, იტაცებს იდუმალი რელიგიები, სიზმრების ახსნა, სპირიტიზმი, ტელეპატია. როცა ნეპტუნის უარყოფითი გავლენას განიცდიან , ისინი განწყობილნი არიან, თვალთმაქცობისა და ილუზიების იზოლირებულ ქვეყანაში იცხოვრონ და ფაქტები ფანტასტიკური, მეოცნებე მანერით ახსნან. ნეპტუნის დადებითი გავლენის დროს ისინი ფსიქიკის უმაღლეს გაგებას იძენენ, რასაც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იყენებენ. ამ ნიშნის ადამიანები ხომ ყველაზე თანამგრძნობი და გულმოწყალენი არიან ქვეყანაზე, ამიტომ ნეპტუნი მათ სხვისთვის შეუცნობადი გრძნობების, არამიწიერი მგრძნობელობის უნარით აჯილდოებს. თევზი ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანია, ამიტომ ეს ხალხი თავის თავს უკანასკნელ ადგილზე აყენებს.

            16708434-cartoon-illustration-of-horoscope-zodiac-signs-with-beautiful-women                   949698_orig

 

ანორექსია ნერვოზა და ბულიმია

000000anorexia-mirror-picture-ross-brown_178787037

კარგა ხანს მიიჩნეოდა, რომ ზედმეტი კილოგრამების შიში უმთავრესად მოზარდ გოგონებს აწუხებდათ, მაგრამ დიეტოლოგებმა, ენდოკრინოლოგებმა და  ნევროპათოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ძალისხმევას არც ზრდასრული ქალბატონები აკლებენ .

კვების გაუკუღმართების შესახებ  არსებობს ერთმნიშვნელოვანი აზრი: ჭამაფობია ორგანიზმისთვის საზიანოა. ის არც ახირებაა, არც რომელიმე, თუნდაც უმკაცრესი დიეტის ვარიანტი; ის ავადმყოფობაა მთელი თავისი გამოვლინება-გართულებებით.

კვების გაუკუღმართების ყველაზე გავრცელებული ფორმები ანორექსია და ბულიმიაა. შიმშილის ამ ორ ფორმას შორის მკვეთრი ზღვარის გავლება შეუძლებელია, თუმცა მცირე განსხვავება მაინც არსებობს.
ანორექსიას საფუძვლად ნერვული სისტემის აშლილობა უდევს, მაგრამ ნევროპათოლოგს წონის კლების დაუძლეველი ჟინით შეპყრობილთა მცირე ნაწილი თუ მიმართავს.ანორექსია ნერვოზა ფსიქოლოგიურ დარღვევებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. დაახლოებით 10% ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ ეს დიაგნოზი, იღუპება მასთან დაკავშირებული გართულებებით. ამ დროს ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ვითარდება ბრადიკარდია. ასეთ ადამიანებს აქვთ დარღვეული ელექტროლიტთა ბალანსი, ფოსფატების დაბალი შემცველობა, რომელიც იწვევს გულის დაზიანებას, კუნთების სისუსტეს, იმუნური სისტემის დაქვეითებას და საბოლოოდ, სიკვდილს. ისინი, ვისაც ანორექსია სრულწლოვნობამდე განუვითარდათ, ნორმალურად არ იზრდებიან და აღენიშნებათ აუცილებელი ჰორმონების (მათ შორის სასქესო ჰორმონების) შემცირებული და კორტიზოლის გაზრდილი რაოდენობა. 38-50%-ში შეიძლება განვითარდეს აგრეთვე ოსტეოპოროზი. ანორექსია ყველას ერთნაირ ზიანს არ აყენებს. მაგალითად, შეიძლება სხვადასხვა შედეგი გამოიწვიოს მოზარდებსა და მოზრდილებში.

ანორექსიის დროს ადამიანს წონის მომატების პანიკური შიში აქვს. რაც არ უნდა გამხდარი იყოს, სარკეში ჩახედვისას თავი მაინც მსუქანი ეჩვენება, ანუ არა მარტო კვება, არამედ აღქმაც გაუკუღმართებული აქვს.

ანორექსიით შეპყრობილი სხეულის სასურველი წონისა და ფორმის მისაღებად არც ვარჯიშს ერიდება, არც საფაღარათო აბებსა და დიურეტიკებს.

ანორექსიით დაავადებულის ამოცნობა ძნელი არ არის:
ფსიქოლოგიური:

სხეულის არაადექვატურად აღქმა

სრულყოფილებისკენ სწრაფვა

არაადექვატური თვითშეფასება (სხეულის წონის ან ფორმის მიხედვით)

საკვების მიღებამდე და მის შემდეგ საკვების და წონის მუდმივი კონტროლიanorexia-21

ემოციური:

საკუთარი თავის პატივისცემის და ქმედითუნარიანობის დაქვეითება

დეპრესია ან ქრონიკულად ცუდ ხასიათზე ყოფნა

განწყობის ხშირი ცვლა

მუდმივი შიში გასუქებისა

სოციალური:

ცუდი, ან გაუარესებული სასკოლო მოსწრება

ძველ მეგობრებთან ან სხვა ნაცნობებთან ურთიერთობის გაწყვეტა ან გაფუჭება

ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაფუჭება

ფიზიკური:

წონის ძლიერი დაკარგვა

ენდოკრინული დარღვევები

შიმშილობის სიმპტომები, მაგალითად მეტაბოლიზმის დაქვეიტება, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ჰიპოთერმია, ანემია.

სხეულზე ზედმეტი თმის გაზრდა

მინერალების და ელექტროლიტების დონის ცვლილებაtumblr_lvgbxby6F51qzhk2wo1_500

თავისტკივილები

თმის გათხელება

ფრჩხილების მსხვრევადობა

მუდმივად სიცივის შეგრძნება

ქცევითი:

გადაჭარბებული ვარჯიში, საკვების ზედმეტად შეზღუდვა

ვარჯიშის ან ჭამის შეზღუდვის დამალვა

შესაძლოა საკუთარი თავის ვნება, თვითმკვლელობის მცდელობებიanorexia-mirror

წინის შესახებ მითიტებებზე ძლიერ მგრძნობიერობა

ძლიერ გაბრაზება როდესაც აძალებენ “აკრძალულ” საჭმელს

ბულიმია

“ბულიმია” მგლის მადას ნიშნავს. მადის ასეთი უჩვეულო მატება მუდმივიც შეიძლება იყოს და ეპიზოდურიც. ეპიზოდური ბულიმია, რომელსაც მადის სხვადასხვა ხარისხის მატება ახასიათებს

ბულიმია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება მუცლის უზომო ამოყორვით, რომელსაც შემდგომ მოსდევს დანაშაულის გრძნობა, დეპრესია და ბოლოს ხელოვნური გულისრევა.

ბულიმიით დავადებულ ადამიანთა უმეტესობას წარმოადგენენ გოგონები თხუთმეტიდან ოც წლამდე. როგორც ანორექსიით დავადებულნი, ისინი შეპყრობილნი არიან საჭმელზე ფიქრით, ეშინიათ წონაში მომატების და ვარდებიან დეპრესიაში ან მშფოთვიარე მდგომარეობაში. დეპრესიასა და სირცხვილის გრძნობას ყველაზე მეტად ღორმუცელობის დროს და მის შემდეგ განიცდიან. ანორექსიით დავადებულ პაციენტებისგან განსხავებით, ბულიმიით დავადებულების წონა ნორმალურისა და ნორმალურზე მpic 21ეტს შორის მერყეობს, რაც მათ საშუალებას აძლევთ დამალონ თავიანთი მდგომარეობა.
ანორექსიით და ბულიმიით წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ პრინცესა დაიანა, ჯეინ ფონდა,ოდრი ჰეპბერნი,ოპრა უინფრი . ულიმია-ანორექსიით გატანჯულთა სიაში მოხვდნენ: ჯენეტ ჯექსონი, ვიქტორია ბეკჰემი და მისი მეგობარი ჯერი ჰოლიველი, ალანის მორისეტი, კეიტ ბეკინსეილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ელტონ ჯონიც კი. ეს ის ადამიანები არიან, საკვებს დასანახავად რომ ვერ იტანდნენ და საჭმელოფობიას წლების განმავლობაში ებრძოდნენ.
სამაგიეროდ, მსახიობი კეიტ უინსლეტი კარიერის ზენიტშივე თამამად აღიარებს, რომ  უყვარს ჭამა “მე არ ვარ ჰოლივუდის სტანდარტული ვარსკვლავი. არ ვარ ისეთი გამხდარი, ნეკნებს რომ დაუთვლი… ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა და არც ის მაწუხებს, რომ ჩემი სხეული ჰოლივუდური სტანდარტიდან არის ამოვარდნილი”, – აცხადებს კეიტი.

ნიკო ფიროსმანი

180px-Niko_Pirosmani_1916ნიკო ფიროსმანის სრული სახელი და გვარი-ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი , დაიბადა 1856 წელს საქართველოს ერთ-ერთ ცენტრალურ პროვინციაში კახეთში სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში.

მეგობრები მას ნიკალას უძახდნენ , მხატვრისადმი მიძღვნილ ლექსებში და პიესებში ის მოხსენიებულია , როგორც ნიკალა, ან ფიროსმანი.

ნიკო ფიროსმანი ძალიან ადრე 8 წლის ასაკში დაობლდა , ავადმყოპმა დედამ იგი არსაზრდელად თბილისში სომეხი ემიგრანტის კალანტარ კალანტაროვის ოჯახში გაგზავნა , აქ იგი მსახური ბიჭის სტატუსით იზრდებოდა. აქ გააკეTა ნიკომ თავისი პირველი ბავშვური ნახატები. ხატავდა ყველაფერზე კედლებზეც

1883 წელს ნიკო თბილისის რკინიგზის სადგურში მიიღეს პირველ ხანებში ის დარაჯად მუშაობდა, ჰქონდა სამორიგეო ფარტდული ხის ტახტი, მაგიდა, ორი სკამი და ჯამაგირი.ხანდახან. ხატავდა.ერთხელ უფროსს შეუსწრია ხატვისას, ნახატებისტვის ხელი დაუვლია და გარეთ მოუსვრია. ნიკო იმედოვნებდა რომ კვლავ რკინიგზის სისტემაში გააგრძელებდა მუშაობას ასე არ მოხდა ავადმყოფობის გამო როცა განთავისუფლდა ამის შემდეგ უკან აღარ მიიღეს.

რკინიგზის სამყაროდან წამოსვლის შემდეგ იგი გაეცნო და დაუახლოვდა მედუქნეებს , რომელთა პატარა ფარდულებზე მალე ნიკოს დახატული აბრები გამოჩნდა. ერთერთ მედუქნეს, რომელიც რძის ნაწარმით ვაჭრობდა დაუხატა ძროხა რძიანი ქილით მედუქნეებს მოეწონათ ნიკოს ნახელავი თუმცა მათ ინტუიტურად მოსწონდათ ნიკოს ნახატები მათ არ შეეძლოთ ჩაწვდომოდნენ ნიკოს ტილოებს სერიოზულ მხატვრულ დონეს. ნიკოს პერწერის დამნახველები ჯერ არსად ჩანდნენ.უბრალო ხალხი ვინც მის ნახატებს ნახულობდა ნაკლებად ესმოდათ მხატვრობის საიდუმლოებები.

Niko Pirosmani Margarita 1909  შეუძლებელია ნიკოს ცხოვრების წარმოდგენა “აკტრისა მარგარიტას” გარეშე სხვა კონკრეტული ქალი მის ბვიოგრაფიაში არ მოიხსენიება თუ არ ჩავთვლით პატარძალს რომელსაც ქორწილიდან გაექცა.  ფიროსმანის შემოქმედება ქმნის საქართველოს ბუნების და ყოფიერების გამომსახველ სავსე სურათს. ფიროსმანის შემოქმედება უნიკალური ნიშანია იმისა თუ რა დიდი სასიცოცხლო იმპულსის ველური ინსტინქტური ძალის და სულიერი ენერგიის ობიექტივაცია ბადებს ფერწერას ფიროსმანის ცხოვრება გვიმოწმებს რომ ასეთი ობიექტივაცია ანუ სიცოცხლის სტიქიის კულტურად გადაქცევა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნებისადმი უდიდესი თავდადების და ერთგულების გზით. ფიროსმანის მხატვრობა საკმაოდ მიმზიდველია ისეთი ხელოვნების მოყვარეთათვის, რომლებიც მხატვრობის მისიად საგნის ზედაპირს ნატურალისტურ იმიტაციას არ მიიჩნევს და თვლის რომ მთავარი კარგად გამოხატვაა და არა გადახატვა, რომელსაც ყოფნის გემოვნება და სხვა მხატვრულ მეთოდს და კანონზომიერებას არ თხოვს ფიროსმანის თვითმყოფად მხატვრულ სისტემას. ფიროსმანი დამსახურებულად იკავებს ადგილს ისეთი შემოქმედებითი ინდივიდების გვერდით როგორებიც არიან ვინსენტ ვან გოგი,პოლ სეზანო, პაბლო პიკასო, ანრი მატისი , და სხვა. ქართულ კულტურას ფიროსმანი რეფორმატორი მხატვრის მნიშვნელობით მოევლინა, იგი ახალი მხატვრული ეპოქის ფუძემდებელია საქართველოში.

cror3_7174_4c038c8e61362   თბილისმა ნიკო ფიროსმანს 2012წლის 7დემებერს უმასპინძლა. გამოფენა, რომელზეც ფიროსმანის 107 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი მხატვრის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის ეროვნულ გალერეაში გაიმართა.  გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ es მხატვრის ნამუშევრების კოლექციის ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც გენიოსი მხატვარი მსოფლიო მოსკოვში გამართული გამოფენის წყალობით გაიცნო.